ეკატერინე ტიკარაძემ დევნილებთან შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ იძულებით გადაადგილებულ პირებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მინისტრმა დევნილების პრობლემები მოისმინა და მათ საინიციატივო ჯგუფის შექმნა შესთავაზა. დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წევრები სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებთან, სამუშაო ფორმატში, შეხვედრებს გამართავენ. რის შემდეგაც, მინისტრი იძულებით გადაადგილებულ პირებს განმეორებით შეხვდება და დევნილების მიერ წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის გზებზე უფრო კონკრეტულად იმსჯელებენ.

Visited 128 times, 1 visit(s) today