ეკატერინე ტიკარაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ავსტრიის ელჩს საქართველოში არად ბენკოს შეხვდა. მხარეებმა იმსჯელეს პირველადი ჯანდაცვის განვითარებისა და სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების, ტელე-მედიცინის დანერგვის მიმართულებით. ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, ადამიანური რესურსების განვითარებისა და საექთნო განათლების სისტემის დახვეწის კუთხით. საუბარი ასევე შეეხო ონკოლოგიური სერვისების განვითებასა და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს.

Visited 102 times, 1 visit(s) today