ეკატერინე ტიკარაძე თბილისის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თბილისის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის განვითარების პერსპექტივებსა და სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს. მხარეებმა იმსჯელეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებსა და გამოწვევებზე. ასევე განიხილეს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განვითარების მიმართულებები და სელექტიური კონტრაქტირების პირობები და გამოწვევები. შეხვედრას 100-მდე კლინიკის წარმომადგენელი ესწრებოდა.

Visited 85 times, 1 visit(s) today