ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება

25/10/2021

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე იმერეთის რეგიონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებია. მინისტრი, კოლეგებთან ერთად ვაქცინაციის გეგმის გააქტიურების საკითხს განიხილავს. შეხვედრას ესწრებიან საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები, მათ შორის არიან: ლევან რატიანი, დავით გაგუა, ივანე ჩხაიძე, მარინა ეზუგბაია და სხვა. გარდა ამისა, მინისტრი სამედიცინო საზოგადოებას, ჯანდაცვის სისტემის განვითარების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრეზენტაციას წარუდგენს. შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0