ეკატერინე ტიკარაძე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს შეხვდა. შეხვედრა პრაღაში, ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის ინიციატივით ჩატარდა. ორგანიზაცია საქართველოში მედიცინის სფეროს განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ღონისძიებაში მონაწილეობა 100-მდე ქართველმა ექიმმა და საქართველოდან ჩასულმა სტუდენტებმა მიიღეს. შეხვედრაზე ახალი პროექტების შემუშავებაზე და საქართველოში მცხოვრები სამედიცინო პერსონალის გადამზადების საკითხებზე ისაუბრეს. ექიმებმა სტუდენტებს ინოვაციური პროექტები გაუზიარეს, სტუდენტებმა კი თავიანთი ხედვები და ნამუშევრები წარმოადგინეს. ეკატერინე ტიკარაძემ ევროპაში მცხოვრებ ქართველ ექიმებს სიტყვით მიმართა და სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ცხოვრების დიდი ნაწილი თავადაც საზღვარგარეთ გაატარა და კოლეგებთან სამომავლო თანამშრომლობის დიდი სურვილი გამოთქვა. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ქართული დელეგაციის სხვა წევრები, ასევე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიება მომავალ წელს ამსტერდამში გაიმართება.

Visited 80 times, 1 visit(s) today