ეკა ბესელიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

05/09/2017

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაში, როგორც კომიტეტის ძირითადმა წევრმა.
განხილული იქნა რამდენიმე საკითხი, მათ შორის, შესავალი მემორანდუმი იურისტის/ადვოკატის პროფესიაზე ევროპული კონვენციის დაცვის სტანდარტებზე. საკითხზე მსჯელობისას, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ, ადვოკატთა პროფესიის დაცვის მიზნით, მისი ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა.
„ადვოკატის პროფესია, დაცვის გარანტიით, მოსამართლის, პროკურორის და გამომძიებლის დაცვის გარანტიებთან გავათანაბრეთ. ეს ცვლილება პარლამენტში 2015 წელს მივიღეთ. ასევე, ადვოკატის პროფესიაში უკანონო ჩარევა და მისთვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის წესით ისჯება. აღნიშნულმა ცვლილებებმა ადვოკატის პროფესია გააძლიერა. ახლა, ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად დამატებით ცვლილებებზე ვმუშაობთ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0