ეკა ბესელია გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, დოქტორ ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა

15/08/2017

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის წევრს, დოქტორ ფრანც იოზეფ იუნგს შეხვდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს საქართველოში 2013 წლიდან განხორციელებული რეფორმები გააცნო, რომელიც შეეხება: სისხლის სამართლის ლიბერალიზაციას, სასამართლო და პენიტენციურ სისტემებს, შინაგან საქმეთ სამინისტროს გაყოფას, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ახალ სტანდარტებს, ასევე, საპარლამენტო ზედამხეველობის ახალ ფორმატებს.
ეკა ბესელიამ გერმანელ კოლეგასთან საუბრისას განაცხადა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მუშაობს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) ერთად რეფორმების განხორციელების კუთხით, მათ შორის კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ 2017 წელი საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების საიუბილეო წლად არის გამოცხადებული, რაც ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ფაზას და სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გულისხმობს.
ეკა ბესელიამ სტუმარს მალდლობა გადაუხადა იმისთვის, რომ სექტემბერში დაგეგმილი ბუნდესტაგის არჩევნების წინ მან დრო გამონახა და საქართველოს მნიშვნელოვანი ვიზიტით ეწვია.
გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, დოქტორ ფრანც იოზეფ იუნგმა განაცხადა, რომ იგი მოხარულია საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმებით და მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობისთვის.
ეკა ბესელია: „დოქტორი იუნგი ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. მას წლების განმავლობაში მაღალი თანამდებობები ეკავა და აქვს პოლიტიკური თანამშრომლობის ძალიან კარგი გამოცდილება, მათ შორის ჩვენს ქვეყანასთან. მე სტუმარს მადლობა გადავუხადე 2017 წელს ბუნდესტაგის მიერ მიღებული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მხარდასაჭერი რეზოლუციის გამო, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ საქართველო წარმატებული რეფორმების კუთხით რეგიონში ლიდერი ქვეყანაა. ასევე, მადლობა გადავუხადე გერმანის მთავრობის მიერ საქართველოსთან დაკავშირებული არაერთი რეზოლუციის, მათ შორის გაეროს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, რომ კარგია, როდესაც არსებობს საპარლამენტო დონეზე ინფორმაციის გაცვლის და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების ასეთი შესაძლებლობა“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0