ეკა ბესელია ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, სავარაუდოდ, დღეს დაიკითხება

11/07/2017

დეპუტატი ეკა ბესელია ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, სავარაუდოდ, დღეს დაიკითხება. სახელმწიფო ბრალდებას ბესელია მოწმედ დასაკითხ პირთა სიიდან არ ამოუღია, ვინაიდან გლდანის მერვე დაწესებულების ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის ადვოკატმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება უდავო მტკიცებულებად არ გახადა.
პროკურორის თქმით, გიორგი აბდალაძის ყოფილ ადვოკატს ბრალდება, სავარაუდოდ, 11 ივლისს ჩანიშნულ პროცესზე დაკითხავს. ამასთან, სახელმწიფო ბრალდება კიდევ ორ მოწმეს დაკითხავს და ამით საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს.
თავად ბრალდებული, კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი კი დაცვის მოწმის რანგში დაიკითხება.
ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ბრალი კონტრდაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსანს დავით დევნოზაშვილს და სასჯელაღსრულების ნომერ მერვე დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს აქვთ წაყენებული. გამოძიება მათ ჯაშუშობის ბრალის აღიარების მიზნით ფოტორეპორტიორებზე ზეწოლის განხორციელებას ედავება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0