ელექტრონული და ბეჭდვური მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა.

25/12/2016

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს ინიციატივით, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ელექტრონული და ბეჭდვური მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი გაიმართა.
მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მოადგილეებთან და სტრუქტურული ერთეულებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად, მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს მიერ 2016 წელს განხორციელებული და 2017 წლისთვის დაგეგმილი პროექტები გააცნო.
ორჰუსის კონვენციის მნიშვნელობა, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში განსახორციელებელი პროექტები, ადრეული შეტყობინების სისტემა დევდორაკსა და ამალის ხეობაში, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი ნაწილის აპროქსიმაციის პროცესი, ნარჩენების კოდექსი და ეროვნული სატყეო კონცეფცია – ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელზეც უწყების წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0