ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და არასამთვარობო ორგნიზაცია პროგრესის სახლის საინფორმაციო კამპანია საკრებულოში დანერგილი ელექტრონული მექანიზმების გაცნობის შესახებ გრძელდება. ამჯერად, თვითმმართველობის ორგანოებში ჩართულობის უზრუველსაყოფად, სხვადასხვა ინოვაციური მექანიზმები საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, საკრებულოს წევრებთან ერთად ცხემლისხიდისა და დვაბზუს მოსახლეობას გააცნო.
“თვითმმართველობა განათლებისათვის”- ეს არის საკრებულოს ახალი ინიციატივა, რომლის ფარგლებში ცნობიერების ამაღლებისა და საკრებულოში უკვე კარგად აპრობირებული ელექტრონული მექანიზმების უპირატესობების შესახებ ყველა სოფლის მაცხოვრებლებს ვაწვდით ინფორმაციას. ოზურგეთის საკრებულო, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გაძლევთ შესაძლებლობებს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე, სოფლის პრობლემებეზე მოგვმართოთ ელექტრონული პეტიციის გამოყენებით ” – აღნიშნა დავით დარჩიამ.
ელექტრონული პეტიციის შესახებ ადგილობრივებს დეტალური ინფრომაცია მიაწოდა პროგრესის სახლის წარმომადგნელემა მინდია სალუქვაძემ.
“ელექტრონული პეტიციის შემუშავებით ოზურგეთის საკრებულო ერთ-ერთი პირველია მოგიწოდებთ იყოთ აქტიურები, გამოიყენოთ ახალი მექანიზმები და ჩაერთოთ თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში, მიიღოთ მონაწილეობა ადგილობრივი მნიშნელობის საკითხების გადაწყვეტაში” – მიმართა მათ მინდია სალუქვაძემ.
შეხვედრებს სოფლების მაჟორიტარი დეპუტატები ლალი სიჭინავა და როზეტა სკამკოჩაიშვილი, მხარის გუბრანტორის მოადგილე არჩილ ყაზაიშვილი , საკრებულო წევრები ესწრებოდნენ.
შეხვედრები “თვითმმართველობა განათლებისათვის” ფარგლებში იმართება და მისი
მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის შესაძლებლობების გაძლიერება გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის მექანიზმის გაცნობა.