ელიაწმინდაში სოფლის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ელიწამინდაში სოფლი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარემ მოინახულა. დავით ლომიძე არსებულ სიტუაციას გაეცნო და დასაქმებულებს გაესაუბრა.
ამ ეტაპზე, სოფლის სახლში შეიცვალა კარ-ფანჯარა და სახურავი.
პროექტის ფარგლებში კი დაგეგმილია სარინელის მოწყობა, ელექტრო და წყალგაყვანილობის შეცვლა, შეკეთდება ფასადი და მოეწყობა შენობაში არსებული ოთახები. დამონტაჟდება საკანალიზაციო სისტემა.
სოფლის სახლში დაგეგმილია, ამბულატორიის, წარმომადგენლის ოთახისა და ახალგაზრდების თავშეყრის ადგილის მოწყობა.
მშენებლობაზე 12 ადამიანია დასაქმებულია. რეაბილიტაცია ახალციხის

მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სოფელ ელიაწმინდაში სადაც 51 კომლი ცხოვრობს წლების განმავლობაში არ იყო მედ-პუნქტი ხოლო ახალგაზრდებს არ ჰქონდათ თავშეყრის ადგილი.

Visited 168 times, 1 visit(s) today