ელისაშვილი მატყუარა, თაღლითი, მერობაზე მეოცნებე ბიჭუნაა, რომელსაც ქალები და პატიმრები სძულს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ალეკო ელისაშვილი მატყუარა, თაღლითი, ყველაფრისმკადრებელი, მერობაზე მეოცნებე ბიჭუნაა, რომელსაც ქალები და კიდევ უფრო მეტად პატიმრები სძულს, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

“არ მგონია საზოგადოებამ ეკა ბესელია ალეკო ელისაშვილით გაიცნო. მგონია, საზოგადოებამ ბევრად უფრო ადრე გამიცნო, მაშინ როცა ადვოკატი ვიყავი, მაშინაც კარგად გამიცნო, როდესაც მანდატი დავჭერი და პარლამეტნში არ შევედი და კიდევ უკეთესად გამიცნო მაშინ, როცა წინა ხელისუფლებას ორი მძევალი ჰყავდა – ჩემი შვილი და ძმა და ორი წელი მართლაც ჯოჯოხეთი გავიარე. არავის არ ვუსურვებ იმას, რაც მე პირადად გავიარე. ამ უბედურმა ელისაშვილმა რითი უნდა გამომცადოს და გააცნოს ჩემი თავი საზოგადოებას, მაგრამ მან თქვა, რომ ის ახლად დამწყები პოლტიკოსია და როგორც ჩანს, ამით საზოგადოებას თავად გაეცნო. მატყუარა, თაღლითი, ყველაფრისმკადრებელი, მერობაზე მეოცნებე ბიჭუნაა, რომელსაც ქალები და კიდევ უფრო მეტად პატიმრები სძულს. მას მიზანი ჰქონდა ის, რომ იმ გუნდათან ერთად, რომლის ძალიან მდარე ნარჩენიც ის გახლავთ, შეტევები განეხორციელებინა”, – განაცხადა ბესელიამ და დასძინა, რომ ელისაშვილის გუნდში მათ გულისხმობს, ვინც ახლა ხელისუფლებაში არ არის.

როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, ალეკო ელისაშვილი ცდილობდა, რომ ინდულგენცია შეექმნა, რადგან დეპუტატის თქმით, მან ციხიდან რამდენიმე პატიმრის წერილი მიიღო, რომლებიც ამბობენ, რომ ელისაშვილი მათგან გარკვეულ თანხას ითხოვდა.
ეკა ბესელიას თქმით, მან წერილები საგამოძიებო ორგანოში გადააგზავნა.

Visited 167 times, 1 visit(s) today