ელისო ბოლქვაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

02/04/2021

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ისრაელის ელჩს, რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც ბათუმის ფესტივალთან დაკავშირებით, ასევე, ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების თაობაზე. განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

„ჩვენ განვიხილეთ ძალიან საინტერესო ახალი მიმართულებები და ვთვლი, რომ მისი აქცენტები კულტურულ ტურიზმზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით კონკრეტულად ვიმუშავებთ. განვიხილეთ ასევე ბევრი საკითხი ბათუმის ფესტივალთან დაკავშირებით და ახალგაზრდა თაობის განათლების და გაცვლითი პროგრამების კუთხით“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0