ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, ხშირად მიმღები ქვეყნის ნაცვლად, დაცვა თავისივე თანამემამულეებისგან უწევთ

24/06/2018

იტალიის სახელმწიფოს ქალაქ ბარიში მოღვაწე ქართულიასოციაციისა და საკვირაო სკოლის დამფუძნებელი ნინა რურუა არაკეთილსინდისიერი თანამემამულეების მისამართით განცხადებას ავრცელებს.

“დიასპორულ ორგანიზაციებს მიმღებ ქვეყნებში მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ . მთავარი მიზანი მიმოფანტული ქართველების გაერთიანება, მათი დახმარება და საკუთარი ნიჭისა თუ უნარ ჩვევების რეალიზაციაში ხელის შეწყობა გახლავთ. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, დიასპორის განსაკუთრებული მნიშვნელობა მრავალი ფაქტორით არის განპირობებული. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი დიასპორის ერთიანობის, სიძლიერისა და სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის განვითარების უზრუნველყოფა გახლავთ.
ნებისმიერ ასოციაციას, რომელიც უცხო ქვეყანაში კანონის საფუძველზეა რეგისტრირებული და ემსახურება ქართულ საქმეს, უფლება აქვს აერთიანებდეს ემიგრაციაში მყოფ ქართველებს და არც ერთი საკანონმდებლო აქტი არ მიუთითებს იმაზე რომ ასოციაციის წევრობისთვის აუცილებელია იყო ლეგალური ემიგრანტი. ასოციაცია და დიასპორული ორგანიზაცია თავის თავში სწორედ უცხოეთში მყოფი ნებისმიერი ქართველის გაერთიანებას გულისხმობს.
და მაშინ, როდესაც მიმღებ ქვეყანაში კეთილსინდისიერი მქალაქეები ქმნიან ქართული სულისკვეტებით გამსჭვალულ გარემოს მძიმე შრომის საფასურად, ვფიქრობ ეს დასაფასებელია.
მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, ასეთ წამოწყებებს ისევ და ისევ თანამემამულეები უპირისპირდებიან.
მსგავს თემაზე გასულ წელსაც გავაკეთე კომენტარი და საკმაოდ დიდი რეზონანსიც მოჰყვა, მაგრამ ახლა გარემოებების გათვალისწინებით, ვთვლი, რომ რაც შეიძლება ხმამაღლა გაჟღერდეს, როგორც საქართველოში ასევე იტალიაში და ამას მოჰყვეს შესაბამისი რეაქცია, რადგან ემიგრაციაში მყოფ ქართველებს, ხშირად მიმღები ქვეყნის ნაცვლად, დაცვა თავისივე თანამემამულეებისგან უწევთ.
პირადად ჩემი ასოციაცია ძალიან ბევრ ემიგრანტს აერთიანებს , თუმცა მათ კანონით ასოციაციის წევრობა აკრძალული არ აქვთ. სამწუხაროდ გახშირდა ფაქტები, როდესაც უსაბუთო ემიგრანტს ირიბად თუ პირდაპირ ისევ თანამემამულეები ემუქრებიან და ხაზს უსვამენ ქვეყანაში მათ უსაბუთო ყოფნას. ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი აღნიშნული ფაქტის გამო ინფორმაცია და მტკიცებულებები, მივაწოდო პირველ რიგში საქართველოს მხარეს შესაბამის უწყებებს და შემდგომ საკითხი დავაყენო იტალიის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებში…
მუქარის და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემცველი სმს გზავნილები იტალიის სსისხლის სამართლის კოდექსის 612-ე მუხლის მიხედვით, რაც ნიშნავს ადამიანზე ზემოქმედებას, მისი დაშინების მიზნით და მის დევნა-შევიწროვებას, დასჯადია.
და ბოლოს, მუქარის ავტორი წარმოადგენს ერთერთი მიწათმოქმედთა პროფესიული კავშირის თნამშრომელს ს, და მე მაინტერსებს მაშინ როდესაც იტალიის ტერიტორიაზე თვად იტალიური ფროფკავშირები აქტიურად იცავენ თუნდაც არალეგალი ემიგრანტების უფლებებს, რატომ არ უნდა იყვნენ ისინი იტალიის სამოქალაქო კოდექსისი საფუძველზე გახსნილი ასოციაციის წევრები და თავად ამ პროფკავშირების ხელმძღვანელები თუ არიან საქმის კურსში მათი ოპერატორები რა კვალიფაკიციის დონეს ფლობენ ან უბრალოდ რა სახის ზემოქმედებას ახდენენ ქართველ არალეგალ ემიგრანტებზე.აქვე ავღნიშნავ რომ ინფორმაცია ასეთ ზეწოლაზე მომაწოდა თავად იმ ადამიანმა ვის მიმართაც განხორციელდა აღნიშული ფაქტი ეს გახლავთ ერთ ერთი ემიგრანტი ხათუნა შარაძე რომელიც მზადაა ამის თაობაზე ხმამაღლა და მტკიცებულებებით ისაუბროს
მე როგორც მედიატორი თვს ვალდებულად ვთვლი ეს საკითხი საკმაოდ მწვავედ დავაყენო.
მუქარა საკუთარ თანამემამულეებზე საბუთების არქონის გამო ამაზრზენია.რადგან ყველას სადაც არ უნდა იმყოფებოდეს უფლება აქვს სცნონ მისი სამართალსუბიექტურობა…
და ბოლოს, ეცადეთ ერთმანეთს ნუ დაემუქრებით, და გააქილიკებთ,არამედ აკეთეთ საქმე და დაე საზოგადოებამ შეგაფასოთ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0