ემტეესის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს

15/07/2016

ემტეესის დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის მოწყობითი სამუშაოები გრძელდება. დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციები არასოდეს არ არსებობდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახალი საკანალიზაციო სისტემით 200-მდე ოჯახი ისარგებლებს.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალი, შიდა ქსელი და მოხდება საკანალიზაციო სისტემაზე მოსახლეობის დაერთება, ასევე მოეწყობა სატუმბი სადგური, საიდანაც ფეკალური მასები ქალაქის ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემაზე დაერთდება.
ინფრასტრუქტურული ღონისძიების განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 054 788 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს კომპანია „მეოხი“ აწარმოებს. პროექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0