ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო

18/08/2017

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 18 აგვისტოს საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის #33 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოსაცემად.
საკითხები ეხება სს „თელასისთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენას, შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურის და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენას, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ტარიფის დადგენას, სს გეს „საქრუსენერგოსთვის“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენას და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენას. კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2017 წლის 18 სექტემბერი. ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის ბოლო ვადად – 2017 წლის 31 დეკემბერი.
კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სს „თელასის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ნაწილობრივ კომერციულ საიდუმლოებად ცნობის შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0