ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი რუმინეთის ქალაქ პლოიეშტში „Aspen Energy Summit”-ში მონაწილეობს

27/09/2017

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი რუმინეთის ქალაქ პლოიეშტში „Aspen Energy Summit”-ში მონაწილეობს. კონფერენცია რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მიჰაი ტუდოსემ გახსნა. ასევე,მოხსენებები გააკეთეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებმა.
„ვინაიდან, ენერგეტიკა კვლავ რჩება ეკონომიკის მამოძრავებელ მთავარ ძალად, ის გამოწვევები და გადაწყვეტილებები რაც თან ახლავს ენერგეტიკული ბაზრისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას შავი ზღვისა და კასპიის რეგიონში, ჩვენი პოლიტიკის მთავარ მიმართულებად რჩება. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ხაზი გავუსვათ ისეთ საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტებისმნიშვნელობას, როგორიცაა „თეთრი ნაკადი“ დატრანსკასპიური მილსადენი. ჩვენ განვიხილავთმათ, როგორც სამხრეთ გაზის დერეფნის სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებისათვის აუცილებელ დამატებით პროექტებს. ეს პროექტებისაშუალებას მოგვცემს ევროპაში გავიტანოთ გაზისდიდი მოცულობები, კერძოდ, „თეთრი ნაკადი“ გახსნის ახალ შესაძლებლობებს აღმოსავლეთ დაცენტრალური ევროპის ქვეყნებთან დასაკავშირებლად.
მინდა აღვნიშნო საქართველოსა და რუმინეთსშორის შესანიშნავი მთავრობათაშორისი თანამშრომლობა. დარწმუნებული ვარ, რომ ესთანამშრომლობა გაგრძელდება იგივე ინტენსივობით, რათა მოხდეს ევროკავშირის წევრისახელმწიფოების პოზიციების კონსოლიდირება„თეთრი ნაკადი“-სა და ტრანსკასპიურიმილსადენის პროექტების შემდგომი განვითარებისათვის, რაც თავის მხრივ, ხელსშეუწყობს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებისენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგო წყაროების დივერსიფიკაციის მაღალ ხარისხს“ -განაცხადა ილია ელოშვილმა.
პოლიტიკოსებთან ერთად, კონფერენციაში ექსპერტები, ანალიტიკოსები, მედიისა და კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამიტის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ რუმინეთში კონკურენტული ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებასა და შავი ზღვა-კასპიის რეგიონის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებასთან დაკავშირებულ საკითხებს. წელს, Aspen Institute Romania-ს გადაწყვეტილებით, ღონისძიებას ქალაქი პლოიეშტი მასპინძლობს, რადგან იგი მსოფლიოში პირველი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შექმნიდან 160 წლის თავს აღნიშნავს.
კონფერენციის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ენერგეტიკის საკითხებში მაროშ შეფჩოვიჩთან,რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრთან ტომა პეტსუსთან და მოლდოვის ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ოქტავიან კალმაკთან

Tweet about this on TwitterShare on Facebook0