ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება ქვეყნის უსაფრთხოებაც არის

06/05/2019

„ჩვენი ამოცანაა, გარდავიქმნათ ევროპული ტიპის მწვანე ენერგეტიკად, რეფორმა გულისხმობს ენერგოეფექტურობასაც. ჩვენ მოვახერხებთ, რომ არამხოლოდ გავზარდოთ გენერაცია, არამედ ვმართოთ ჩვენი მოთხოვნაც“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი გამნითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მინისტრმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის მთავარ მიზნებსა და ამოცანებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ გადაჭარბებული მოლოდინია, თითქოს როგორც კი საქართველოში ენერგოეფექტურობის პრინციპები და მოთხოვნები შემოვა, ეს გადაწყვეტს მზარდი მოხმარების საკითხს და ქვეყანას ჰესები არ დასჭირდება.

„ეს ასე არ არის, ევროპულმა მაგალითმა გვიჩვენა, რომ ამის მიუხედავად, მზარდია ელექტროენერგიის მოხმარება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება, რაც ქვეყნის უსაფრთხოებაც არის. ნათია თურნავამ ამასთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების მაგალითი მოიყვანა – მისი ინფორმაციით, ევროპის საერთო ენერგეტიკული სისტემის 36 ქვეყნიდან, 28 მიიჩნევს – იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას მათი ე.წ. გენერაციის ადეკვატურობა, მათ საკუთარი სიმძლავრეები 100 და მეტი პროცენტით უნდა უზრუნველყონ.

„საჭიროება თუ დადგა, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა შეძლონ და საკუთარი ადგილობრივი გენერაციის წყაროებით 100-ივე პროცენტით საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ საკუთარი მომხმარებლის უზრუნველყოფა და იმის იქით კიდევ დარჩეთ რეზერვი. ჩვენი ამოცანაც არის ის, რომ 100%-ით შევძლოთ ჩვენი მოხმარების უზრუნველყოფა”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0