ერგნეთში IPRM-ის შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 87-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის საკითხი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კატეგორიულად მოითხოვეს მისი შინაგანი ორგანოების გადმოცემა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ გაამახვილეს ყურადღება 2014 წელს ოკუპირებულ ახალგორის რაიონში გაუჩინარებული და შემდგომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხზე. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები, უკანონო დაკავების ფაქტები, ადგილობრივებისთვის თავისუფლად გადაადგილების კუთხით შექმნილი შეზღუდვები და ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 10 ივლისს გაიმართება.

Visited 235 times, 1 visit(s) today