ერეკლე კუხიანიძემ თეთრიწყაროს სოფლებში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

13/07/2017

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ერეკლე კუხიანიძემ და ინფრასტრუქტურის განვითარების არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გოჩა ქალდანმა სოფელ დიდ თონეთში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო და სანიაღვრე არხების გაწმენდითი სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.სამუშაოებს აწარმოებს ა.(ა).ი.პ „თეთრიწყარო წყალი“.
ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ წვერში და სოფელ დიდგორში მისასვლელ გზებზე განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერეს, აღნიშნული გზის მონაკვეთები ამორტიზირებული იყო და ფერხდებოდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხრეშოვანი საფარის ძლიერი დაზიანების გამო .საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უშუალო ჩართულობით რეაბილიტაციის შემდეგ აღნიშნულ გზაზე შესაძლებელია ნებისმიერი ავტოტრანსპორტით მოძრაობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0