თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ერეკლე კუხიანიძემ სოფელ წინწყაროში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
დაზიანებული შიდა გზები დიდ პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას გადაადგილებისას, ერეკლე კუხიანიძის უშუალო ჩართულობით აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრა.
სამუშაოებს აწარმოებს ა.(ა).ი.პ „თეთრიწყარო წყალი“
ერეკლე კუხიანიძემ სოფელ წინწყაროში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულა
17/08/2017