ერთკვირიანი გვალვის გამო, მდინარეებსა და სარწყავ არხებში წყლის დონემ მკვეთრად დაიკლო

03/08/2017

ერთკვირიანი გვალვის გამო, მდინარეებსა და შესაბამისად, სარწყავ არხებში მკვეთრად დაიკლო წყლის დონემ. სოფელ ხელთუბანში, სარწყავის წყლის შეფერხებით მიწოდების გამო უკმაყოფილო მოსახლეობას შიდა ქართლის გუბერნატორი შეხვდა. კახა სამხარაძემ ხელთუბნელებისგან არსებული შექმნილი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო და განაცხადა, რომ ვითარების დასარეგულირებლად საქართველოს მელიორაციის სამსახურის სპეციალური შტაბი საგანგებო რეჟიმით მუშაობს და ვითარების სრულად შესწავლის საფუძველზე, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას დახმარება გაეწიოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0