მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ჩემი თანამოქალაქეების გასაჭირის გადაწყვეტას უზრუნველვყოფ, – ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
”ერთხელ და სამუდამოდ, ზუგდიდს ეყოლება ისეთი მაჟორიტარი, რომელიც მათ წარმოადგენს საქართველოს პარლამენტში და რეალურად დაანახებს, რომ არ არის აუცილებელი, პარლამენტარი იყოს აბსოლუტურად სხვა პლანეტაზე და მისი თანამოქალაქეები აბსოლუტურად – სხვაგან. მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც უზრუნველვყოფ ჩემი თანამოქალაქეების გასაჭირის გადაწყვეტას და ვიქნები ყველა იმ პრობლემის თანამონაწილე, რომელიც მათ გააჩნიათ”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ის შეძლებს, რომ კეთილსინდისიერად და ღირსეულად წარმოადგინოს თავისი ქალაქი, ზუგდიდი.