ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში იუსტიციის დღე აღნიშნეს

12/10/2017

11 ოქტომბერი იუსტიციის დღეა. პროფესიული დღესასწაული იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში აღნიშნეს. იუსტიციის დღე მათ მინისტრმა თეა წულუკიანმა მიულოცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ, აგრეთვე იუსტიციის მინისტრის მოადგილეები: ალექსანდრე ბარამიძე, მიხეილ სარჯველაძე და გიორგი პატარიძე.
იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ, ვიდეოფირზე ჩაეწერათ მოგონებები და სურვილები, რომელიც იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდს უკავშირდება. შეგროვებული მასალები საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცემა.
იუსტიციის დღე საქართველოში 1918 წლის 11 ოქტომბრიდან აღინიშნება. სწორედ 11 ოქტომბრის კანონით დამოუკიდებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან დაარსდა საკოდიფიკაციო განყოფილება, რომელიც ახორციელებდა კანონმდებლობის კოდიფიკაციასა და “კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულის“ ოფიციალურ გამოცემას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0