ეროვნული თავდაცვის საბჭო აბსოლუტურად ქმედითი ორგანო იქნება

07/06/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭო მინიჭებულ კომპეტენციებს რეალურად ვერ ახორციელებს. ამის შესახებ, ირაკლი კობახიძემ განმარტება დღეს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის“ განხილვის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„უშიშროების საბჭოს ისეთი კომპეტენცია აქვს მინიჭებული, რომელიც მის მიერ რეალურად ვერ განხორციელდება. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. დღეს ეს ორგანო არის აბსოლუტურად არაეფექტური. მე თავად ვარ უშიშროების საბჭოს წევრი, ვმონაწილეობ მის სხდომებში და ვიღებ ინფორმაციას უშიშროების საბჭოდან და შემიძლია, თავიდან ბოლომდე დაგარწმუნოთ, რომ დღეს უშიშროების საბჭო არის აბსოლუტურად არაეფექტური ორგანო. ეს არის მთავარი მიზეზი იმის, რომ რეალურად, ეს ორგანო უნდა გაუქმდეს და უნდა ჩანაცვლდეს ეროვნული თავდაცვის საბჭოთი, რომელიც იქნება აბსოლუტურად ქმედითი ორგანო და უზრუნველყოფს საერთო კოორდინაციას საომარი მდგომარეობის დროს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0