ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

15/02/2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობს, რომელიც მეექვსედ იმართება.
სამეთვალყურეო საბჭო ფონდის კოლეგიალური ორგანოა, რომლის წევრები წამყვანი ქართველი და უცხოელი მეცნიერები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები არაიან.
საბჭო წელიწადში ორჯერ იკრიბება და განსაზღვრავს ფონდის ხედვას, პოლიტიკას და უზრუნველყოფს მისი საქმიანობის ხარისხის ზედამხედველობას. ამასთანავე, საბჭო ადგენს ფონდის სტრატეგიულ პრიორიტეტებს და ახორციელებს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგს.
ფონდის თანამშრომლები საბჭოს წარუდგენენ და განიხილავენ ისეთ საკითხებს როგორიც არის: ახალი პროგრამის პორტფოლიო და 2018 წლის სამუშაო გეგმა; მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის (STI) სისტემა და მასთან დაკავშირებული საკითხები; ფართომასშტაბიანი STI პროექტები; პოლიტიკა ბირთვული კვლევის გაერთიანებულ ინსტიტუტსა (DUBNA) და ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციის მიმართ (CERN);
საბჭოს წევრები ასევე განიხილავენ 2019 წლის გამოწვევებსა და ახალ სქემებს; ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ში მონაწილეობის ხელშეწყობის საკითხებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0