ეროვნული სამოსის და მუზეუმების საერთაშორისო დღე ყვარელში აღნიშნეს

18/05/2017

ეროვნული სამოსის დღეს საქართველოში მსვლელობით აღნიშნავენ.ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველისთვის თავისუფალია. ეროვნული სამოსის დღის გამართვის ინიციატორი საქართველოს რიგითი მოქალაქე დავით გოგლიჩიძეა. მან მოხალისეთა ჯგუფი შეკრიბა, რომელიც ახალი იდეის განხორციელებისთვის უკვე რამდენიმე წელია მუშაობს და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მრავალი ეროვნების ადამიანი ცხოვრობს, მსვლელობაში მონაწილეობის მიღება თავის ეროვნულ სამოსში ყველა მცხოვრებს შეეძლო. ყვარელში მსვლელობა, რომელშიც საჯარო სკოლები და ბაგა-ბაღები აქტიურად ჩაერთნენ 13 საათზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ჭავჭავაძის ქუჩის გავლით ილია ჭავჭავაძის მუზეუმთან დასრულდა, რის შემდეგაც, მსვლელობის მონაწილეებმა ეროვნული სამოსის გამოფენა დაათვალიერეს. დღესვე, მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა ყვარელში. როგორც ყვარლის ი. ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა თამარ ზურიაშვილმა ჩვეთან საუბრისას აღნიშნა, პირველად გამოიფინა ექსპონატები, რომელიც მანამდე დამთვალიერებელს არასოდეს უნახავს. მუზეუმში კვირეული სახელწოდებით „მუზეუმები საუბრობს უთქმელზე“ დამთვალიერებელს ერთი კვირის განმავლობაში უმასპინძლებს. დღის ბოლოს, ღონისძიების მონაწილეებმა საზეიმო კონცერტი გამართეს მუზეუმის ეზოში, რომელიც ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0