ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

01/03/2016

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის მიხედვითაც 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 1 მარტს 2.4713 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარის ფასი 2.4778 ლარს შეადგენდა. დოლართან მიმართებაში ლარი 0.0065 -ით გამყარდა.
სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.6957 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი 2.7293 ლარს შეადგენდა. ლარი ევროსთან მიმართებაში 0.0336-ით გამყარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0