ეროვნულ გვარდიას ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის მერვე ოლქის წარმომადგენლები ეწვივნენ

27/09/2017

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის მერვე ოლქის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი ეროვნული გვარდიის კადრირებული ბრიგადების ასეულების პირადი შემადგენლობისთვის ტაქტიკური სწავლების ჩატარებაა.
ნორვეგიელ სტუმრებს ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უმასპინძლა. მხარეებმა ოქტომბერში დაგეგმილი სწავლების დეტალები, ორი ქვეყნის გვარდიებს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნულ გვარდიაში სწავლების დაგეგმვის კონფერენციაც გაიმართა.
ქართულ-ნორვეგიული სწავლება „ტაქტიკური სწავლება ძალების მიზიდვის გარეშე“ ბაზალეთში, ეროვნული გვარდიის სკოლის ტერიტორიაზე ჩატარდება. აღნიშნული ღონისძიებით ნორვეგიის შიდა გვარდიასთან თანამშრომლობის ახალი პროექტი დაიწყება, რომლის ფარგლებში რამდენიმე სწავლების, მათ შორის საერთაშორისო სწავლების ჩატარება იგეგმება.
სინქრონი:
ვიცე-პოლკოვნიკი ოტო ტონდელი – ნორვეგიის სამეფოს შიდა გვარდიის მერვე ოლქის წარმომადგენელი
„საქართველოს ეროვნულ გვარდიასთან კარგად ვთანამშრომლობთ. საქართველოს ხშირად ვსტუმრობთ და ჩემი აზრით, ეროვნული გვარდია ძალიან ეფექტური და პროფესიონალებით დაკომპლექტებული ქვედანაყოფია. მოუთმენლად ველოდებით სწავლების დაწყებას მომავალ კვირას. გადავდივართ ახალ ფაზაში, ამ ეტაპზე წვრთნები ასეულის დონეზე განხორციელდება. სწავლების დასახელებაა „ტაქტიკური სწავლება ძალების მიზიდვის გარეშე“, რაც ნიშნავს, რომ განსაკუთრებული ყურადღება ასეულისა და ოცეულის მეთაურების მომზადებაზე გაკეთდება.“

Tweet about this on TwitterShare on Facebook0