ესპანელი ბიზნესმენები კახური ღორის მოშენებით არიან დაინტერესებული

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ესპანურ ფირმა ,,Deraza Iberico’’-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ფირმის პრეზიდენტი და კომერციული დირექტორი თიანეთის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ. ესპანელი ბიზნესმენები კახური ღორის მოშენებით არიან დაინტერესებული. კახური ღორი წარმოშობილია გარეული ღორის პირდაპირი მოშინაურების შედეგად და მისი ხორცი გამორჩეული გემოვნური თვისებებებით ხასიათდება.
ესპანური ფირმის წარმომადგენლებმა სოფლის-მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრები ფერმერების: ალექსი ქავთარაძის, მევლუდ ბუჯიაშვილის, მინდია და მალხაზ იარაჯულების საოჯახო მეურნეობები მოინახულეს.
ეპანელმა ბიზნესმენებმა ფერმერებს მათი ვიზიტის მიზანი და ამოცანები გააცნეს და თიანეთისა მუნიციპალიტეტში არსებული პოტენციალის გამოსაყენებლად ფერმერთა ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადრება.
ესპანური ფირმა ,,Deraza liberico”-ს მიზანია მაღალი გემოვნური თვისებების მქონე ხორცის წარმოება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოეთის ბაზრებისათვის. აღსანიშნავია, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტში ეს, ესპანელი ბიზნესმენების რიგით მეორე ვიზიტია, რაც ოპტიმისტურად განაწყობს მეღორეობის დარგში დასაქმებულ ადგილობრივ ფერმერებს.

Visited 255 times, 1 visit(s) today