ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური და საჭირო ინიციატივა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დავით შერაზადიშვილი-ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი: “დიდი სიამოვნებით შევუერთდი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერალ გიორგი კეკელიძის ინიციატივას- 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დამკვიდრდეს. აქციის “აჩუქე წიგნი” ფარგლებში ბოლნისის მთავარ ბიბლიოთეკას, რამდენიმე წიგნი გადავეცი, რითაც წიგნადი ფონდი კიდევ უფრო შეივსება. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური და საჭირო ინიციატივა, რომელიც მიმართულია წიგნის პოპულარიზაციისაკენ და ყველა ძალისხმევა, მომავალი თაობები წიგნებს კიდევ უფრო დავამეგობროთ, იქნება ჩემი მხრიდან მხარდაჭერილი. სწორედ წიგნიერი და ერუდირებული თაობა არის ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი”.

Visited 100 times, 1 visit(s) today