ეს არის მკაფიო დარღვევა ყველა საერთაშორისო ნორმის და საერთაშორისო პრინციპის

30/03/2017

მიხეილ ჯანელიძემ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების შესვლის შესახებ ე.წ.შეთანხმება ყველა საერთაშორისო ნორმის მკაფიო დარღვევად შეაფასა. „პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მკაფიო დარღვევა ყველა საერთაშორისო ნორმის და საერთაშორისო პრინციპის, ეს არის დარღვევა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების და ეს არის რუსეთის პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაზე და დამატებით საფრთხეებზე,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან რუსეთის ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეები არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. „2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სამწუხაროდ, არც ერთ საერთაშორისო ფორმატში არ მომხდარა გადაწყვეტილებების მიღება რუსეთის ქმედებების საწინააღმდეგოდ, ხოლო ის, რასაც აკეთებს დღევანდელი ხელისუფლება, სწორედ ეს არის ის, რაც ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების კონცენტრაციას“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0