ეს არის უპრეცენდენტო მხარდაჭერა და ეს ცხადჰყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას

06/05/2017

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ საკანონმდებლო აქტის ხელმოწერას გამოეხმაურა და განცხადება გააკეთა.

„ეს არის უპრეცენდენტო მხარდაჭერა და ეს ცხადჰყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას -ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის შესახებ საკანონმდებლო აქტის ხელმოწერას.
„ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა უპრეცენდენტო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უპრეცენდენტო მხარდაჭერას, ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის უპრეცენდენტო მხარდაჭერას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი არაღიარების პოლიტიკის განხორციელებას. ეს არის პირველი დოკუმენტი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, პრაქტიკულად, კანონის დონეზე არის საუბარი უკვე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, ჩვენი რეგიონების ოკუპაციაზე რუსეთის მხრიდან და კიდევ ერთხელ, ეს არის უპრეცენდენტო მხარდაჭერა და ეს ცხადჰყოფს იმ ძალიან მყარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას -ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0