ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენი მეღვინეებისთვის გაეცნონ პოტენციურ მომწოდებლებს

15/06/2018

1ოქრო, 4ვერცხლი და 11ბრინჯაო, ასეთია ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურისის შედეგები ბოლნისელი მეღვინეებისთვის , რომელიც ექსპოჯორჯიაში ჩატარდა. 14 ივნისს გამოფენების ცენტრ ,,ექსპოჯორჯიაში“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-11 საერთაშორისო გამოფენა WinExpo გაიხსნა, რომელიც 16 ივნისს დასრულდება. გამოფენაში მონაწილეობას 12 ქვეყნის 150-მდე კომპანია იღებს, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 23 დასახელების ღვინოა წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურისი ჩატარდა. საერთაშორისო ჟიურის წევრებმა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი ღვინოები რამდენიმე კატეგორიაში გამოვლინეს, აგრეთვე საუკეთესო ღვინოებს უმაღლესი ჯილდო – “ტროფი“ მიანიჭეს. ბოლნისურმა ღვინოებმა 14 მედალი მოიპოვა. გამოფენაში ბოლნისური ღვინოები კომპანია “არემჯის“ ფინანსური მხარდაჭერით გამოიფინა. WinExpo რეგიონში სფეროს ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც ფოკუსირებულია ღვინოზე, ალკოჰოლურ სასმელებზე და მათი წარმოებისთვის საჭირო მასალებსა და მომსახურეობებზე. გამოფენას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი დაესწრო.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით უკვე აქტიურად დაიწყო ბოლნისური ღვინოების პოპულარიზაცია, რომელსაც განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. ამ გამოფენაში და ასევე კონკურზეც წარმოდეგნილი იყო მცირე საოჯახო მარნები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ჩვენი მეღვინეებისთვის გაეცნონ პოტენციურ მომწოდებლებს, ინოვაციებსა და მრეწველობის ტენდენციებს. შესანიშნავი შედეგები მივიღეთ კონკურსზე, 23 დასახელების ღვინოდან 16 მედალი მოვიპოვეთ. მინდა თითოელ მათგან მივულოცო ეს წარმატება. მჯერა, ბოლნისური ღვინოები კიდევ უფრო პოპულარული და გაყიდვადი გახდება მომავალში“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0