ეს არის ჩვეულებრივი ერთმანეთის ჯიბრი, მთავრობას, პრეზიდენტსა და რეალურ მმართველს შორის,

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეს არის ჩვეულებრივი ერთმანეთის ჯიბრი, მთავრობას, პრეზიდენტსა და რეალურ მმართველს შორის, რადგან ასეთ გადაწყვეტილებას კვირიკაშვილი არ მიიღებდა ივანიშვილის გარეშე, – განაცხადა ჟურნალისტებთან მიხეილ მაჭავარიანმა. მისი თქმით, გამოჩნდა, რომ არც პრეზიდენტი და მთავრობა ხალხზე არ ზრუნავს.

„ეს არის ჩვეულებრივი ერთმანეთის ჯიბრი, მთავრობას, პრეზიდენტსა და რეალურ მმართველს შორის, რადგან ასეთ გადაწყვეტილებას კვირიკაშვილი არ მიიღებდა ივანიშვილის გარეშე. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ არც პრეზიდენტი და არც მთავრობა არ ზრუნავს ხალხზე. დაინიშნა არჩევნები, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთავრობა მისთვის ცუდ მდგომარეობაში დგებოდა ამიტომ დაიწყო ეს კატა-თაგვობანა. საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ კი არ არის ნაკარნახევი, რომ ქართველ ხალხზე ზრუნავს, არამედ ნაკარნახევია, რომ თავისი გაიტანოს და გამოჩნდეს ჯინიანი და მაგარი ბიჭი. ამ დაპირისპირებით ჩვენმა მოქალაქეებმა არაფერი არ მოიგეს, ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

Visited 184 times, 1 visit(s) today