ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქართული ბიზნესისთვის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა იმ მნიშნელოვან ინიციატივებსა და რეფორმებზე, რომელსაც მომავალი წლიდან გეგმავს ფინანსთა სამინისტრო.
“შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც ბიზნესს გავაცანით ის ინიციატივები და რეფორმები, რომელსაც ჩვენი სამინისტრო გეგმავს, რომ მომავალ წელს დანერგოს, მოვისმინეთ უკუკავშირი ამ ყველაფერზე. განსაკუთრებული ინტერესის საგანია დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქართული ბიზნესისთვის, რადგან იგი, დაახლოებით, 600 მილიონი ლარის წვდომას მისცემს ჩვენს მეწარმეებს, რაც მათ ძალიან გაუადვილებთ ბიზნესის კეთებას. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ეხება საბაჟო რეფორმას. ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიგიტალიზაცია და ამ კუთხით მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი მეწარმეებისგან. დღგ-ს რეფორმა გულისხმობს ავტომატური დაბრუნების მართვის სისტემის დანერგავს ისე, რომ ბიზნესს არ ჰქონდეს ბიუროკრატიასთან შეხება. დაახლოებით, 5-7 სამუშაო დღეეში მეწარმემ დაიბრუნოს უკან ის, რაც მას ობიექტურად ეკუთვნის”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

Visited 135 times, 1 visit(s) today