ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის

21/11/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.
დელეგაციასთან ერთად, დღეს ირაკლი კობახიძემ მინსკის ერთ-ერთ ოლქში მდებარე აგროკომბინატი „სნოვ“- დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
საპარლამენტო დელეგაციის წევრის, გიორგი ბეგაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბელარუსის გამოცდილების გაცნობა და გაზიარება საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
„ ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, რომ ბელარუსი სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოირჩევა. აქ ეს დარგი განვითარებულია. საქართველოსთვის სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ამიტომ, ამ გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნა პარლამენტის წევრმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0