ეს დადგმული გადატრიალება იყო

18/07/2016

ფეთულაჰ გიულენმა, სასულიერო პირმა, რომელიც განმმატოებულ ცხოვრებას ეწევა, გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების გარკვეული ნაწილის მიერ სახელმწიფო გადატრიალება შეიძლება “ინსცენირებული“ იყოს თავად ქვეყნის მთავრობის მიერ. ჟურნალისტების მცირე ჯგუფისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში, რომელიც შედგა სეილორსბურგში, პენსილვანიის შტატში, სადაც მდებარეობს მისი რეზიდენცია, გიულენმა უარყო მისადმი წაყენებული ყველა ბრალდება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მისი მონაწილეობის თაობაზე.

“არა მგონია, რომ მსოფლიოს პრეზიდენტ ერდოღანის ბრალდებების სჯეროდეს. არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს დადგმული გადატრიალება იყო, რისი მიზანიც უნდა ყოფილიყო შემდგომი ბრალდებები (გიულენისა და მისი მიმდევრების წინააღმდეგ).“- განაცხადა გიულენმა.

გიულენი, ცხოვრობს გადასახლებაში, უძღვება საზოგადოებრივ მოძრაობას სახელით “Hizmet“ (“მსახურება“). ის განუდგა ერდოღანს 2013 წელს კორუფციის სკანდალის შემდეგ. მან ინტერვიუ მისცა მცირე სალოცავ ოთახში რომელიც მოფენილია ხალიჩებით, მორთული ისლამური კალიგრაფიის ნიმუშებითა და ტყავის ყდიანი რელიგიური შინაარსის წიგნებით. ჟურნალისტებს თურქული ჩაითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ მის საცხოვრებელში, რომელიც მდებარეობს პენსილვანიაში, სადაც იგი დასახლდა 1999 წელს თურქეთიდან გადასახლების შემდეგ.

გიულენმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იგი წინააღმდეგია სამხედრო გადატრიალებებისა და რომ იგი თავად გამხდარა გადატრიალებათა მსხვერპლი 90-იან წლებში.

“თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალებების შემდგომ ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა და დაპატიმრებულიც ვიყავი. მრავალი ჩაგვრისა და შევიწროების ობიექტი გავმხდარიყავი. ახლა, როდესაც თურქეთი დემოკრატიულ გზაზე დგას, მისი უკან შებრუნება შეუძლებელია“ – განაცხადა გიულენმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0