ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა პარლამენტში შეხვედრები დაასრულა

28/09/2017

სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ვიგენინმა პარლამენტში ოპოციზიურ პოლიტიკურ პარტიებთან გამართული შეხვედრები ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრით დაასრულა.
სალომე სამადაშვილმა და თინათინ ბოკუჩავამ სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ფრაქციის მოსაზრებები გააცნეს და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც მათივე შეფასებით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0