ეუთო-ს წარმომადგენელმა დევნილის მიერ გახსნილი სამკერვალო მოინახულა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა გენდერულ საკითხებში, ელჩმა მელან ვერვერიმ ქალაქ რუსთავში, დევნილ ლეილა ბურნაძის მიერ ახლადგახსნილი სამკერვალო სალონი მოინახულეს. ლეილა ბურნაძე ერთ-ერთია იმ 30 დევნილს შორის, რომლებმაც ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) პროექტის ფარგლებში, დაფინანსება მიიღეს. პროექტი „საარსებო წყაროების განვითარება ქვემო ქართლის დევნილი მოსახლეობისთვის“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მის მიზანს დევნილი მოსახლეობის სიღარიბის შემცირება და შემოსავლის წყაროების შექმნა/გაძლიერება წარმოადგენს. პროექტის ტექნიკურ მხარდაჭერას სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს. ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი გენდერულ საკითხებში ელჩი მელან ვერვერი საქართველოს 20 ნოემბერს ესტუმრა. მისი ვიზიტის მიზანს ქალთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობის გაცნობა წარმოადგენს.

Visited 162 times, 1 visit(s) today