ეუთო-ში ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა

25/09/2017

ვარშავაში გაიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის განზომილებაში ეუთო-ს მონაწილე ქვეყნების ვალდებულებათა შესრულების შემფასებელი ყოველწლიური შეხვედრა (HDIM), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების დელეგაციებმა, სამოქალაქო სექტორის, ეუთო-ს ინსტიტუტებისა და აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებმა. აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციისა და საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0