ექსპედიციის მიზანია, ახალგაზრდებთან ერთად რეგიონის ღირსშესანიშნაობების გაცნობა და ტურისტული პოტენციალის შეფასებაა

05/07/2018

სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის და სტუდენტების ერთობლივი ექსპედიცია, ადიგენის შემდეგ, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოეწყო. ორი დღის განმავლობაში, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სტუდენტებთან ერთად, ზორეთის საკალმახე მეურნეობა, ქვაბისხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, მწვანე მონასტერი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, ცენტრალური პარკი, სადაც სტუდენტები დაესწრნენ ფილმის ჩვენებას, გაეცნენ ტურისტებისა და პარკის სტუმრებისათვის ახლადმშენებარე ღვინის მარანს, ასევე მოილოცეს სადგერის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი.
დღის ბოლოს სტუდენტებმა ტიმოთესუბნის მამათა მონასრეტი მოინახულეს და ტაძართან ახლოს კარვებიც გაშალეს. სამუშაო ტურის მეორე დღეს წაღვერში შედგა შეხვედრა მუნიციპალიტეტის ადმინიტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. მათ არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა მოინახულეს დაბისა და ფოთოლეთის ეკლესიები. ბორჯომის კულტურის სახლში მათთვის გაიმართა მცირე წარმოდგენა, ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრებით, მოეწყო მეგობრული თამაში კალათბურთში.
მოხარულები ვართ, რომ ამჯერად ამ ტურს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. საინტერესო იყო მოტივირებულ ახალგაზრდებთან ურთიერთობა, ახალი იდეების, წინადადების გაცვლა და გამოცდილების გაზიარება. ვფიქრობ, მსგავსი პროექტი თავისი შინაარსით საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტოა. იმედი მაქვს, სტუდენტები ტურის მომდევნო ეტაპს, რომელიც უკვე პროექტების შედგენას ისახავს მიზნად წარმატებით გაართმევენ თავს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მათი ურთიერთობა კიდევ უფრო გამტკიცდება და შედეგიანი გახდება-აღნიშნა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ.
ექსპედიციის მიზანია, ახალგაზრდებთან ერთად რეგიონის ღირსშესანიშნაობების გაცნობა, ტურისტული პოტენციალის შეფასება, ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება და რეგიონის განვითარების სამოქმედო გეგმისათვის წინადადებების შემუშავება.
მონაწილე სტუდენტებისგან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სამხარეო ადმინისტრაცია მიაწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას იმისთვის, რომ შეიმუშაონ წინადადებები. ბორჯომის შემდგე ექსპედიცია ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში გაგრძლდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0