ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28.5%-ით გაიზარდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2017 წლის 8 თვეში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28.5%-ით გაიზარდა და 1 682.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესდა 28 მლნ აშშ დოლარით.
ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგარეო ვაჭრობის დივერსიფიკაციის კუთხით და შეიცვალა ექსპორტის სტრუქტურა. ევროკავშირის ბაზარმა მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა დსთ-ის ბაზარი ექსპორტის კუთხით.
2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. ექსპორტის ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელი შეუწყო რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამ და საგარეო მოთხოვნის ზრდამ საქართველოდან ექსპორტირებულ საქონელზე.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებული, წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას.

Visited 186 times, 1 visit(s) today