ეხლა მოდაშია ახალი და გაუსვრელი პირების წამოწევა

21/04/2016

მოძრაობა ,,ეროვნული”-ის ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

“ეხლა მოდაშია ახალი და გაუსვრელი პირების წამოწევა პარლამენტში.ერთი მეზობელი მყავს “ლაყეს” ვეძახდით ბავშვობაში.მოკლედ ეროვნული მოძრაობის დროს 1989 წლის 9 აპრილს სახლში იჯდა არ ჩარეულა, სამაჩაბლოში ომი რომ დაიწყო სახლში იჯდა არ ჩარეულა, ზვიადს როცა ამხობდნენ სახლში იჯდა არ ჩარეულა, მიტინგებს რომ ხვრეტდა სამხედრო საბჭო სახლში იჯდა არ ჩარეულა, აფხაზეთში საომრად მთელი თბილისი რომ წავიდა სახლში იჯდა არ ჩარეულა, შევარდნაძის წინააღმდეგ მთელი საქართველო რომ აჯანყდა სახლში იჯდა არ ჩარეულა, სანდრო გვირგვლიანი და ბუტა რობაქიძე რომ მოკლეს სახლში იჯდა არ ჩარეულა, 7 ნოემბერს მიტინგს რომ არბევდნენ სახლში იჯდა არ ჩარეულა, საკნების აქცია რომ დაიწყო სახლში იჯდა არ ჩარეულა, 26 მაისს ხალხს რომ ხოცავდნენ რუსთაველზე სახლში იჯდა არ ჩარეულა, მთელი საქართველო მიშას დასამხობად რომ გამოვიდა 1 ოქტომბრის არჩევნებზე სახლში იჯდა არ ჩარეულა. მეშინია ბიძია და თქვენ ჭკუა არ გაქვთო ეუბნებოდა ბიჭებს. ბევრი რომ არ გავაგრძელო ეს ჩვენი “ლაყე” პარლამენტართა ახალი სახეების რიცხვშია და მის მთავარ ღირსებად თურმე იმას თვლიან, რომ პოლიტიკურ პროცესებში არასოდეს მიუღია მონაწილეობა და გაუსვრელიაო. ერთი იმის თავში ჩამახედა ვინც ამ პრინციპით არჩევს ხალხს, ხოლო “ლაყეს” ვულოცავ სახლიდან გამოსვლას და პარლამენტარობას. ის იმდენად გაუსვრელი და ახალია, რომ უეჭველი ააშენებს დავითის დროინდელ საქართველოს.
P.S.ამ ბოლო ხანს სულ ერთი კითხვა მაწვალებს–ეს რა უბედურება გვჭირს!!!!!!”-აცხადებს ბრეგაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0