„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილების თანახმად ვენახების ერთიანი კადასტრი შეიქმნება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოში არსებული ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების სამართლებრივი დარეგულირების მიზნით „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებები ხორციელდება. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციად განსაზღვრულია ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნის ორგანიზება, კანონი არ განმარტავს ტერმინს „ვენახების ერთიანი კადასტრი“, ასევე მისი შექმნისა და ორგანიზების წესს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტი ითვალისწინებს ამ საკითხის მოწესრიგებას. შესაბამისად, კანონის მე-3 მუხლს ემატება ტერმინის „ვენახების ერთიანი კადასტრის“ განმარტება. საკითხის სამართლებრივი რეგულირების მიზნით კანონს ასევე ემატება პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა გამოიცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება – „ვენახების ერთიანი კადასტრის შექმნისა და ორგანიზების წესის განსაზღვრის შესახებ“. მომხსენებლის თქმით, აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტუნარიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთვლის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.

Visited 12 times, 1 visit(s) today