ვაკის პარკში ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

01/06/2017

1 ივნისს, ვაკის პარკში ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა.
თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ბავშვებისთვის სხვადასხვა აქტივობები გაიმართა.
ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ესწრებოდნენ.
საბავშვო ღონისძიებების ფარგლებში დღეს ვაკის პარკში ბავშვებს სხვადასხვა გასართობ და სპორტულ ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. მთელი დღის განმავლობაში მხიარული აქტივობების პარალელურად კონცერტი გაიმართა.
„თბილისის მერიის ახალგაზრდული სამსახური, მერიის გამგეობები ორგანიზებას უწევენ სხვადასხვა ღონისძიებებს ბავშვებისთვის. ტარდება უამრავი აქტივობა, რომელიც ბავშვებს აძლევთ საშუალებას, შეიქმნან საუკეთესო განწყობა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ბავშვს მივულოცო დღევანდელი დღე. ჩვენი ვალია, რომ მაქსიმალური ძალისხმევა გავიღოთ იმისთვის, რომ შევუქმნათ მომავალ თაობას საუკეთესო განწყობა და პირობები. დღევანდელი დღე სწორედ ამას ემსახურება და მერია აქტიურად არის ჩართული ამ ღონისძიებების ორგანიზებაში“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0