ვაკიჯვარი-ფამფალეთი – მთისპირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება

24/10/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფლების: ვაკიჯვარი-ფამფალეთი – მთისპირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება.
მიმდინარეობს გზის მოხაზვა.
მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა, გამგებლის მოადგილემ – ბადრი გობრონიძემ და ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა გოჩა აბაშმაძემ დაათვალიერეს.
4 კმ. და 865 მ. სიგრძის შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო. პროექტი 3 ეტაპიანია. მიმდინარეობს სამუშაოების მე-2 ეტაპი.
სამშენებლო სამუშაოები ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
სამუშაოებზე ჯამში 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
ვაკიჯვარი-ფამფალეთი – მთისპირის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მომავალ წელს დასრულდება.
სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შპს. „გზები და კეთილმოწყობა“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0