ვალერიან მჭედლიძემ მორიგი შეხვედრა ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ ქარელის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განხილულ საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ასევე, იმსჯელეს ქარელის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმაზე და პრიორიტეტულ საკითხებზე. რწმუნებულის თქმით, ერთობლივი მუშაობა და მსგავსი სახის შეხვედრები ხელს შეუწყობს მოსახლეობის საჭიროებების გამოკვეთას და მოგვარების გზების მოძიებას.

Visited 70 times, 1 visit(s) today