ვალერი ფოცხვერიამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

25/01/2018

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერი ფოცხვერიამ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ზურა გოგიამ და საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ მერაბ უღრელიძემ ტოლების ადმინისტრაციულ ერთეულში, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
მუნიციპალიტეტის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ქორეის უბანში ადგილობრივი მნიშვნელობის დაზიანებული გზის მოხრეშვა, დაგრეიდერებითი სამუშაო და მდინარე ხევისწყალას მარჯვენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოს მინდინარეობა დაათვალიერეს.
ათეული წელია ვაზისუბნის მოსახლეობა უხვი ნალექის შედეგად მნიშვნელოვნად ზარალდებოდა.მოსახლეობას ეტბორებოდა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები.
უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერის ვალერი ფოცხვერიას მოთხოვნის საფუძველზე საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწყებულია ნაპირსამაგრი ჯებირის ე. წ გაბიონის მშენებლობა.
სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,BEST”” ასრულებს. მდინარე ხევისწყალაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები 800 გრძივ მეტრზე ჩატარდება. როგორც ადგილობრივმა მოსახლემ, ბენო კვაცაძემ აღნიშნა -,, სოფლისთვის აღნიშნული პრობლემის მოგვარება ათეული წელია წარმოუდგენელი იყო, სოფლის სახელით განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის მერს ვალერი ფოცხვერიას , რომლის უშუალოდ ჩარევით და ძალისხმევით ხდება სოფლისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარება. “

Tweet about this on TwitterShare on Facebook0