ვალერი ფოცხვერიამ, სოფელ გომში მეწყერის შედეგად დაზიანებული ლოკაციები დაათვალიერა

20/02/2018

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ზურა გოგია გომის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც მეწყერის შედეგად დაზიანებული ლოკაციები დაათვალიერეს.
გომის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დაბლა გომში, ქოსნათის უბანში,სოფელ გომმუხაყრუში, ნადირაძეების უბანში და სოფელ გომნატეხებში მეწყერის მიერ დაზიანებულია სავალი გზები. სამივე ადგილზე ვითარება საკმაოდ რთულია.
მერმა დეტალურად დაათვალიერა დაზიანებული მონაკვეთები და ადგილობრივებს გაესაუბრა.ადგილზე იმყოფებოდა, ასევე გომის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ზაზა ნიკოლეიშვილი.
სოფელ დაბლა გომში, ქოსნათის უბანში მეწყერი მეორედ ჩამოწვა, პირველად დაზიანდა ასევე სავალი გზა, რომელიც გაიწმინდა, რათა მოსახლეობა შეუფერხებლად გადაადგილებულიყო. აღნიშნულ მონაკვეთზე, მუნიციპალიტეტის მერის მიერ, შესაბამისი დასკვნისთვის გეოლოგები იყვნენ მოწვეულნი.ამჯერად ქოსნათის უბანში მეწყერი უფრო გააქტიურდა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, გეოლოგიური დასკვნის შემდგომ გადაწყდება თუ რა სახის სამუშაოები უნდა გატარდეს სამივე ლოკაციაზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0